четверг, 25 марта 2010 г.

1.პროექტის სახელი:.რა არის ნარკოტიკი?

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:

  მოზარდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გავრცელება. მოზარდების ინფორმირება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ. ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა.

3.პროექტის სრული აღწერა:

   ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos  და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს,  რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.  არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი.  მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:

1 .დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ.  ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ:  ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი ,კოდეინი და სხვა.  დეპრესანტებს ასევე განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.

2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია:  კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.

3. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია:  LSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება კანაფისგან),  სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.

   ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო,  რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე,  აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ.  კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.

   ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.

   ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია  ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა  ნაწილებში, უძილობა, დეპრესია,  უსაფუძვლო შიშები , შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება  დასაწყისში აღემატება უსიამოვნო შეგრძნებებს,თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების შემცირებასთან ერთად  წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავ ს.

   ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.

4. მონაწილეთა ასაკი:  X კლასი(15–16 წელი).

5. ვადები, ხანგრძლივობა:  სამი თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  მასალის მოძიება, დისკუსიის გამართვა, შეხვედრა ფსიქოლოგთან და ნარკოლოგთან, სკოლის კონტიგენტთან ლექცია–საუბარი, პრეზენტაციის მოწყობა, სკოლის გაზეთის გამოშვება.

7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: გაზეთი, ფოტო და ვიდეო მასალა, პლაკატები.

8. სასარგებლო სხვებისთვის:  სასარგებლოა პატარა ასაკის ბავშვებისთვის, როცა მიდრეკილება აქვთ მავნე ჩვევებისკენ.

9. სამუშაო ენა: ქართული ენა.

10. მონაწილეები სხვა კლასებიდან:  ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

11 . საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, პრეზენტაცია, დისკუსიაში და მსჯელობაში მონაწილეობა. 

ხელოვნება–ნახატების გამოფენა, ფოტოები.

 12: პროექტის ფასილიტატორი: მაია(თამილა) იმედაშვილი.

13: ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maiatamila@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: